სიახლე

,,მოლდოვის საჰაერო სივრცეში ზოგი დრონი შემთხვევით ხვდება, ზოგი კი მიზანმიმართულად”- მაია სანდუ

მედიაცენტრი

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ზოგიერთი უპილოტო საფრენი აპარატი შემთხვევით ხვდება, ზოგი კი მიზანმიმართულად იგზავნება, თუმცა ორივე შემთხვევაში ისინი ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. „დრონების ფრენის ტრაექტორიის მიხედვით შესაძლებელია იმის თქმა, რომელი მათგანია მიზანმიმართულად გაგზავნილი და რომელი აღმოჩნდა იქ შემთხვევით. მსგავსი შემთხვევები ვნახეთ რუმინეთსა და პოლონეთშიც“, — აღნიშნა სანდუმ. მოლდოვის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი ერთადერთი მხარე რუსეთის ფედერაციაა. მისი თქმით, დრონების საფრთხის შესაჩერებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის დახმარება და მისი გამარჯვების უზრუნველყოფაა. The post ,,მოლდოვის საჰაერო სივრცეში ზოგი დრონი შემთხვევით ხვდება, ზოგი კი მიზანმიმართულად”- მაია სანდუ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი