სიახლე

რუსეთის რეგიონებზე უკრაინული დრონებით იერიში განხორციელდა

მედიაცენტრი

უკრაინამ დრონებით რუსეთის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანეს. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დედაქალაქისკენ მიმავალი 21 დრონი ჩამოაგდეს. თავდასხმის გამო მოსკოვის რამდენიმე აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. დრონებით იერიში განხორციელდა ბაშკირეთზეც. რეგიონის ხელმძღვანელის, რადი ხაბიროვის ცნობით, ექვსი დრონიდან ოთხი ჩამოაგდეს, ერთ-ერთის ჩამოვარდნამ სამრეწველო ზონაში ხანძარი გამოიწვია, ხოლო კიდევ ერთი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. უპილოტო აპარატებით შეტევა იყო ნიჟნი ნოვგოროდის ოლქზეც, სადაც გუბერნატორ გლებ ნიკიტინის თქმით, 52 დრონის მოგერიება შეძლეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო და მრავალბინიანი სახლები, ასევე ავტომობილები. The post რუსეთის რეგიონებზე უკრაინული დრონებით იერიში განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი