სიახლე

თურქეთი აბუ ზუჰურის საჰაერო ბაზაზე თავდასხმის დროს ადგილზე თურქი სამხედროების ყოფნას უარყოფს

მედიაცენტრი

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ზექი აქთურქის განცხადებით, ისრაელის მიერ სირიაში, აბუ ზუჰურის საჰაერო ბაზაზე თავდასხმისას ან მის წინ, ობიექტზე თურქეთის სამხედრო დელეგაცია არ იმყოფებოდა. უწყების წარმომადგენლის თქმით, ისრაელის იერიში აბუ ზუჰურის ბაზაზე არის აქტი, რომელიც სირიის სტაბილურობის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და ინფრასტრუქტურის შელახვას ისახავს მიზნად. აქთურქმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისთვის აუცილებელია ისრაელმა დაუფიქრებელი თავდასხმები შეწყვიტოს და საერთაშორისო სამართალი დაიცვას. მან ასევე დასძინა, რომ ანკარა გააგრძელებს სირიის მხარდაჭერას „ერთიანი არმიის“ პრინციპის ფარგლებში საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. The post თურქეთი აბუ ზუჰურის საჰაერო ბაზაზე თავდასხმის დროს ადგილზე თურქი სამხედროების ყოფნას უარყოფს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი