სოფელ ნასაკირალში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
პოლიციამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა. მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა” – ნათქვმია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post სოფელ ნასაკირალში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →