ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი.
ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
The post ბათუმში კატერების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა appeared first on ODISHINEWS.