სიახლე

აშშ-ში 33 წლის ქართველს 1.3-მილიარდიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს

Alia

აშშ-ში 33 წლის საქართველოს მოქალაქეს, ერეკლე გუგავას, ბრალი წაუყენეს. მას 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითურ სქემასთან დაკავშირებული თანხების გათეთრებაში მონაწილეობას ედავებიან. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გუგავა პენსილვანიაში სამედიცინო აღჭურვილობის კომპანიას ფლობდა. გამოძიების ვერსიით, კომპანიამ ხუთ თვეში სახელმწიფო პროგრამა Medicare-სა და სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიას 1.3 მილიარდი დოლარის ყალბი მოთხოვნები წარუდგინა და დაახლოებით 6.5 მილიონი დოლარი მიიღო. პროკურატურა გუგავას […] The post აშშ-ში 33 წლის ქართველს 1.3-მილიარდიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს appeared first on .

პირველწყარო →

აშშ-ში 33 წლის საქართველოს მოქალაქეს, ერეკლე გუგავას, ბრალი წაუყენეს. მას 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითურ სქემასთან დაკავშირებული თანხების გათეთრებაში მონაწილეობას ედავებიან.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გუგავა პენსილვანიაში სამედიცინო აღჭურვილობის კომპანიას ფლობდა. გამოძიების ვერსიით, კომპანიამ ხუთ თვეში სახელმწიფო პროგრამა Medicare-სა და სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიას 1.3 მილიარდი დოლარის ყალბი მოთხოვნები წარუდგინა და დაახლოებით 6.5 მილიონი დოლარი მიიღო. პროკურატურა გუგავას ამ თანხების საბანკო ანგარიშებზე განთავსებასა და საზღვარგარეთ გადარიცხვაში მონაწილეობას ედავება.

გუგავამ აშშ 2025 წლის ივლისში დატოვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

The post აშშ-ში 33 წლის ქართველს 1.3-მილიარდიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს appeared first on .


მსგავსი