სიახლე

კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროტესტის გამო ახალი ინიციატივა გააუქმა

მედიაცენტრი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი წევრი ქვეყნების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა, გაეუქმებინა ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერებისგან შემდგარი ახალი მაღალი დონის ჯგუფის შექმნა. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინიციატივის პრეზენტაცია ბრიუსელში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა წევრი სახელმწიფოების მხრიდან უკმაყოფილების გამო გაუქმდა. „ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ მიიჩნია, რომ ეს ამ ეტაპზე სწორი გზა არ იყო. მინისტრებთან გარკვეული განხილვის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ინიციატივა არ გაგვეგრძელებინა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ახალ გზებს ვეძებთ“, – განუცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა გამოცემას. ინიციატივა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.… The post კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროტესტის გამო ახალი ინიციატივა გააუქმა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი