,,უკრაინის პარტნიორებმა იციან, რა არის საჭირო ზამთრის წინ” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან კიევში გამართული მოლაპარაკებები შეაჯამა. ზელენსკის თქმით, მხარეებმა მოლაპარაკებების სამი რაუნდი ჩაატარეს, სადაც E3-ის ქვეყნების (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია) წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. უკრაინის ლიდერის განმარტებით, ამერიკელ პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჰაერო თავდაცვის საჭიროებებსა და ზამთრისთვის მომზადებულ დამხმარე პაკეტებს. „ყველაზე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა დიპლომატიის გასაგრძელებლად… გვქონდა არსებითი დისკუსიები ჩვენი საჰაერო თავდაცვის საჭიროებებზე, შესაბამის ტექნოლოგიურ თანამშრომლობაზე და ჩვენთვის საჭირო ზამთრის პაკეტზე. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რამ შეიძლება გამოიღოს ნაყოფი ზამთრის წინ“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. The post ,,უკრაინის პარტნიორებმა იციან, რა არის საჭირო ზამთრის წინ” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →