“საფრანგეთი უკრაინის გვერდით იქნება ზამთრის გამოწვევებთან გასამკლავებლად” – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნიუ-იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშების შეჩერება, ზამთრის სეზონისთვის მზადება და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხები. მაკრონის განცხადებით, პარიზი უკრაინის საჰაერო თავდაცვას ახალი რადარებისა და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებით გააძლიერებს. გარდა ამისა, პროცესში ჩართული იქნება „დიდი შვიდეულის“ ენერგეტიკული ჯგუფიც. „უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმები მილიონობით ოჯახს გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხეს უქმნის. საფრანგეთი უკრაინის გვერდით იქნება ზამთრის გამოწვევებთან გასამკლავებლად. ეს იმ მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება, რომელიც უნდა განახლდეს და რომელიც სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობამდე უნდა მივიდეს“, – წერს ემანუელ… The post “საფრანგეთი უკრაინის გვერდით იქნება ზამთრის გამოწვევებთან გასამკლავებლად” – მაკრონი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →