ირანი აშშ-ს ეკონომიკური ომით ემუქრება და ჰორმუზის სრუტეში ახალ შეზღუდვებს აანონსებს
ირანი შეერთებულ შტატებს ეკონომიკური ომით ემუქრება და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში სპარსეთის ყურეში ახალ შეზღუდულ ზონასა და ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების დერეფნის ახალ რუკებს გამოაცხადებს. ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, მოჰსენ რეზაის თქმით, ახალი შეზღუდული ზონა აშშ-ის ბლოკადის საპასუხოდ შეიქმნება და ნებისმიერი გემი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე შევა, ირანის სანქციების სიაში მოხვდება. „ბოლო დღეებში ვაშინგტონმა ირანის ახალი რაკეტებისგან მკაფიო გაფრთხილება მიიღო. ეკონომიკურ ომს სპარსეთის ყურის გასწვრივ ბლოკადის პერიმეტრამდე, საზღვაო შეზღუდული ზონის შექმნით ვუპასუხებთ. აშშ-ის სამხედრო ხომალდებისა და ბაზების მიმართ ოპერატიული მიდგომა ძირეულად შეიცვალა“, – განაცხადა მოჰსენ რეზაიმ. რეზაის განცხადება უკავშირდება… The post ირანი აშშ-ს ეკონომიკური ომით ემუქრება და ჰორმუზის სრუტეში ახალ შეზღუდვებს აანონსებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →