ცნობილია ვენეციის 83-ე კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი
ვენეციის 83-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ. მთავარი ჯილდოს, „ოქროს ლომის“ მფლობელი დანიელი რეჟისორის, მაი ელ-ტუკის ფილმი „ქალი, უცნობი“ გახდა. ჟიურის დიდი პრიზი ლის ჩან-დონის სურათმა „შესაძლო სიყვარულმა“ მიიღო. ჯილდო „ვერცხლის ლომი“ საუკეთესო რეჟისურისთვის ილია ხრჟანოვსკის გადაეცა ფილმისთვის „დაუ“. ჟიურის სპეციალური პრიზი ერგო ისრაელელი რეჟისორების, იუვალ აბრაჰამისა და რაჰელ შორის დოკუმენტურ ფილმს NAZA. კაცის და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოები („ვოლპის თასი“) ჯონ მალკოვიჩმა („ველური ცხენი ნომრით ცხრა“) და მატილდა არსელმა („ქალი, უცნობი“) მიიღეს. საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გამარჯვება სტეფან ბრიზეს, კორალი ამედეოსა და ოლივიე გორსეს ( „კარგი პატარა ჯარისკაცი“) ერგოთ. The post ცნობილია ვენეციის 83-ე კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →