სიახლე

ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ს 38 მილიარდი დოლარი დაუჯდა

მედიაცენტრი

ირანის წინააღმდეგ ექვსთვიანი ომი შეერთებულ შტატებს 38 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ყოველ მომდევნო თვეში კი ეს ხარჯები კიდევ დაახლოებით 3 მილიარდით გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშშია ნათქვამი. მზარდმა ხარჯებმა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგი დააზარალა და ენერგიის ფასები გაზარდა, რამაც მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია. ანგარიშის მიხედვით, ხარჯების უმეტესი ნაწილი სწორედ საბრძოლო მასალის სწრაფი შემცირებით არის განპირობებული, ხოლო გამოცარიელებული მარაგების შევსებას შესაძლოა ხუთი წელი დასჭირდეს. ამასთან, ირანის წინააღმდეგ ომის მზარდი ღირებულება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ფისკალური მდგომარეობის გაუარესებას – ქვეყნის მთლიანმა სახელმწიფო ვალმა აგვისტოში 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. The post ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ს 38 მილიარდი დოლარი დაუჯდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი