სიახლე
აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა
მედიაცენტრი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ პენტაგონი ცრუობს და „ნეთანიაჰუს აზარტული თამაში აშშ-ს 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ოთხჯერ მეტი, ვიდრე აცხადებენ“. არაღჩის მტკიცებით, ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ხარჯები გაცილებით მაღალია. „თითოეული ამერიკული ოჯახის ყოველთვიური გადასახადი 500 დოლარია და სწრაფად იზრდება. „ისრაელი უპირველეს ყოვლისა“ ყოველთვის ნიშნავს „ამერიკა უკანასკნელ ადგილზე“, – წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ცნობისთვის, პენტაგონის მაღალჩინოსანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ირანში ომი, ამ დროისთვის, 25 მილიარდი დოლარი დაუჯდა. The post აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.