სიახლე

გერმანიაში, სამხედრო აეროდრომთან დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

მედიაცენტრი

გერმანიის ქვემო საქსონიის მიწაზე, სამხედრო აეროდრომ ვუნსტორფთან დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ზოგიერთი მონაცემით, ის ჰგავს დრონს, რომელიც აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობისას გამოიყენეს. ფედერალური პროკურატურა ამ ორ შემთხვევას შორის შესაძლო კავშირს იძიებს. მედიის ცნობით, ნამსხვრევები რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალს ვერ მიაგნეს. გერმანული მედია წერს, რომ ვუნსტორფში აღმოჩენილი დრონის ერთ-ერთი დეტალი სამგანზომილებიანი პრინტერით იყო დამზადებული და მისი შეძენა ღია ბაზარზე შეუძლებელია. ამჟამად პოლიცია სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებს, რათა ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატის სხვა ნამსხვრევებიც აღმოაჩინოს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ვუნსტორფის ავიაბაზაზე… The post გერმანიაში, სამხედრო აეროდრომთან დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი