სიახლე

ლუქსემბურგმა, დრონების დაფიქსირების გამო, აღმოჩენის დამატებითი საშუალებები განათავსა

მედიაცენტრი

ლუქსემბურგის მთავრობის განცხადებით, საჰაერო სივრცის მონიტორინგის გასაძლიერებლად დრონების აღმომჩენი დამატებითი საშუალებები განალაგეს. Reuters-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარასკევს, დრონების გამოჩენის გამო, ლუქსემბურგის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. მთავრობის განმარტებით, აღნიშნული დამატებითი სისტემები ხელს უწყობს საჰაერო სივრცის მონიტორინგის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას და კომპეტენტური ორგანოების მიერ ვითარების უკეთ შეფასებას. ლუქსემბურგის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ შაბათს საღამოს პოლიციამ მიიღო რამდენიმე შეტყობინება ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების სავარაუდო არსებობის შესახებ, თუმცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არცერთ შემთხვევაში არ იყო საჭირო ხელისუფლების მხრიდან ოპერატიული ჩარევა. ცნობისთვის, ლუქსემბურგის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც… The post ლუქსემბურგმა, დრონების დაფიქსირების გამო, აღმოჩენის დამატებითი საშუალებები განათავსა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი