უნგრეთში მოწოდებამ, უარი თქვან ევროკავშირის მიერ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე, 1 800 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაშ ორბანმა განაცხადა, რომ პეტიციამ, რომელიც ქვეყნის მთავრობამ იანვარში მოამზადა და მოუწოდებს უნგრელებს, უარი თქვან ევროკავშირის მიერ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე, 1 800 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. როგორც ბალაშ ორბანი წერს, უნგრეთის მთავრობა მოქალაქეებს აზრს რეგულარულად ეკითხება, რითიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საზოგადოებრივ მხარდაჭერას. „და ამ კონსულტაციებში სულ უფრო მეტი უნგრელი მონაწილეობს. ეს ჯერ თუ არ გაგიკეთებიათ, შეავსეთ ეროვნული პეტიცია, გავერთიანდეთ ომის წინააღმდეგ“- ორბანი სოციალურ ქსელში. The post უნგრეთში მოწოდებამ, უარი თქვან ევროკავშირის მიერ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე, 1 800 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →