“დანით დაზიანება მიაყენა და მიიმალა”- სამეგრელოში კაცი მოკლეს
სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით – 1967 წელს დაბადებული მ.მ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 4 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა – 1953 წელს დაბადებულ ზ.ნ.-ს და შემთხევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ზ.ნ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. „მ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- აცხადებენ უწყებაში. The post “დანით დაზიანება მიაყენა და მიიმალა”- სამეგრელოში კაცი მოკლეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →