სიახლე

“დანით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა”- ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

მედიაცენტრი

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს. „მიმდინარე წლის 12 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ბრალდებულმა შელაპარაკებისას, მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – ნათქვამია განცხადებაში. The post “დანით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა”- ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი