სიახლე

როგორ ასხამდნენ ოზურგეთელი ჩინოვნიკები ავტომანქანის 50-ლიტრიან ავზში 70 ლიტრ ბენზინს

GuriaNews

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. აუდიტის დასკვნაში ერთ-ერთი მუხლი ავტოპარკის მართვის სფეროში არსებულ ხარვეზებს ეხება. მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკები ავტომანქანის ავზში ერთჯერადად იმაზე მეტ ბენზინს ასხამდნენ, რა მოცულობაც ამ ავზს ჰქონდა. “ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხარვეზები გამოვლინდა პროექტებზე, რომელთა ღირებულება რვა მილიონზე მეტი ლარია“ ხარვეზები […] The post როგორ ასხამდნენ ოზურგეთელი ჩინოვნიკები ავტომანქანის 50-ლიტრიან ავზში 70 ლიტრ ბენზინს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

აუდიტის დასკვნაში ერთ-ერთი მუხლი ავტოპარკის მართვის სფეროში არსებულ ხარვეზებს ეხება. მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკები ავტომანქანის ავზში ერთჯერადად იმაზე მეტ ბენზინს ასხამდნენ, რა მოცულობაც ამ ავზს ჰქონდა.

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხარვეზები გამოვლინდა პროექტებზე, რომელთა ღირებულება რვა მილიონზე მეტი ლარია“

ხარვეზები სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, „2022-2024 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა ბალანსზე არსებულ 18 მუნიციპალურ ავტომანქანას. 49 მუნიციპალიტეტი ასევე სარგებლობდა საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებული ავტომობილებით: 2022 წელს − 86, 2023 წელს − 51, ხოლო 2024 წელს − 54 ავტომობილით. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით,შესამოწმებელ პერიოდში მუნიციპალიტეტმა დახარჯა 654.5 ათასი ლარის ღირებულების 227.1 ათასი ლიტრი საწვავი, მათ შორის კერძო მანქანებში 135.8 ათასი ლიტრი საწვავი.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილების საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის, აგაი სისტემის მონაცემები. გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებასა და რაციონალურ ხარჯვაზე, კერძოდ:

_ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ან დროის მცირე მონაკვეთში ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 2022-2024 წლებში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებაზე ერთჯერადად ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 17 შემთხვევა (იხ. დანართი №3), ხოლოდროის მცირე მონაკვეთში ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის 2 შემთხვევა;

_ ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე 481 შემთხვევაში 13.4 ათასი ლიტრი საწვავი ჩასხმულია მივლინების ან/და სხვა სახის დასაბუთების გარეშე”, _ ასკვნის სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

The post როგორ ასხამდნენ ოზურგეთელი ჩინოვნიკები ავტომანქანის 50-ლიტრიან ავზში 70 ლიტრ ბენზინს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი