სიახლე

ანდრეი ბაბიში – პიტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ – ყოველთვის კონსტრუქციულად ვიმუშავებ მასთან, ვისაც ამომრჩეველი აირჩევს

News.ge

პიტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ , – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში სოციალურ ქსელში წერს. „ვიქტორ ორბანის მსგავს ძლიერ ოპონენტთან დაპირისპირება მარტივი არასდროს არ არის, თუმცა მან უნგრელთა უმრავლესობის ნდობა მოიპოვა, რომლებიც მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. მან ხალხს იმედები არ უნდა გაუცრუოს. მე არჩევნების შედეგებს პატივს ვცემ და მოუთმენლად ველი ჩვენს თანამშრომლობას, რადგან უნგრეთსა და […]

პირველწყარო →

პიტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ , – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში სოციალურ ქსელში წერს.

„ვიქტორ ორბანის მსგავს ძლიერ ოპონენტთან დაპირისპირება მარტივი არასდროს არ არის, თუმცა მან უნგრელთა უმრავლესობის ნდობა მოიპოვა, რომლებიც მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. მან ხალხს იმედები არ უნდა გაუცრუოს. მე არჩევნების შედეგებს პატივს ვცემ და მოუთმენლად ველი ჩვენს თანამშრომლობას, რადგან უნგრეთსა და ჩეხეთს შორის მჭიდრო ურთერთობა არსებობს და მე ყოველთვის კონსტრუქციულად ვიმუშავებ მასთან, ვისაც ამომრჩეველი აირჩევს“, – წერს ბაბიში X-ზე.

ცნობისთვის, არჩევნების წინა დღეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა მხარდაჭერა უნგრეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს გამოუცხადა.


მსგავსი