სააგენტო "პარალელი"
“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა კობახიძე
“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი, ანა კობახიძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს უნგრეთში არსებულ/მოსალოდნელ რეალობასთან დაკავშირებით – არჩევნებამდე და ვიქტორ ორბანის ხელისუფლების მარცხის შემდეგ:
“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის?
ორბანის მმართველობა ქოცებისთვის წარმოადგენდა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მოდელს.
ის აჩვენებდა როგორ შეიძლება ძალაუფლების კონცენტრაცია, მედიის კონტროლი და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვა ისე, რომ ფორმალურად ქვეყანა ევროპულ სტრუქტურებში დარჩეს;
ორბანი იყო ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას, მათ შორის „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ კონსპირაციულ თეორიებს;
ომის შიშის გაღვივების და სხვა რუსული პროპაგანდის გავრცელება სინქრონში ხდებოდა ჩვენსა და უნგრეთის კამპანიებში;
უნგრეთი ბრიუსელში ასრულებდა ქოცების ადვოკატის როლს. ისინი ბლოკავდნენ ან არბილებდნენ კრიტიკულ რეზოლუციებსა და განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ;
როდესაც დასავლეთის უმეტესი ნაწილი აკრიტიკებდა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო, ორბანთან შეხვედრები გამოიყენებოდა იმის საილუსტრაციოდ, რომ ხელისუფლება თითქოს იზოლაციაში არ არის.
რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?
ივანიშვილის გუნდი კარგავს თავის ერთადერთ მყარ საყრდენს ევროკავშირში;
ბრიუსელში აღარ დარჩება ძალა, რომელიც ქოცების კლანს დაიცავს სანქციების ან სხვა შეზღუდვების განხილვისას;
ორბანის მარცხი არის სიგნალი იმისა, რომ „მესამე გზა“ – ევროპა დემოკრატიის გარეშე, არ მუშაობს“, – წერს ანა კობახიძე სოციალურ ქსელში.
“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა კობახიძე
პარალელი