მოსამართლე თეა ლეონიძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დატოვა. სააპელაციო სასამართლოში „11 პირის საქმის“ განხილვა დასრულდა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 პირი — ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი — ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა ბრალის კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ სცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
The post სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა appeared first on გურია ნიუსი.