სიახლე

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

ტვ ოდიში

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი გდდ-ს თანამშრომელი ბექა […] The post სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი გდდ-ს თანამშრომელი ბექა გოტიაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ დაზიანება არ მიუღია. საბა ჯიქია წარდგენილ ბრალს პროცესის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა.

The post სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი