სიახლე

ბოლნისში ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

მედიაცენტრი

ბოლნისში ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე – 1994 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს ფიზიკურად გაუსწორდა. „დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს”, – აღნიშნავს საგამოძიებო უწყება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. The post ბოლნისში ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი