აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქა
აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დამატებით 30 დღით შეამსუბუქა. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებით, გასულ თვეში გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა და ქვეყნები რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას 16 მაისამდე შეძლებენ. „უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი გენერალურ ლიცენზიას გამოსცემს 2026 წლის 17 აპრილის მდგომარეობით საზღვაო ხომალდებზე დატვირთული რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებისა და გაყიდვის ავტორიზაციის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ირანში ომის ფონზე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 30-დღიანი საშეღავათო ნებართვა 12 მარტს გამოსცა, რათა ქვეყნებს ზღვაში მყოფი სანქცირებული რუსული ნავთობი და… The post აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →