აშშ-მა ირანულ ნავთობზე სანქციები ორი თვით შეამსუბუქა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციები ორი თვით, 21 აგვისტომდე შეამსუბუქა. მედიის ცნობით, დეპარტამენტმა შესაბამისი ლიცენზია უკვე გამოსცა, რომლის ფარგლებშიც ირანი ნავთობის ექსპორტის განხორციელებას შეძლებს. როგორც ცნობილია, გენერალური ლიცენზია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების აშშ-ში იმპორტს მოიცავს. გასულ კვირას ვაშინგტონსა და თეირანს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, შეერთებული შტატები დათანხმდა ირანული ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ნაწარმის ექსპორტზე, ასევე, ყველა მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე, მათ შორის საბანკო ტრანზაქციებზე, დაზღვევასა და ტრანსპორტირების ექსპორტზე შეღავათების გაცემას. The post აშშ-მა ირანულ ნავთობზე სანქციები ორი თვით შეამსუბუქა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →