ამერიკულმა ძალებმა ირანულ გემს შეუტიეს – რას ამბობს ტრამპი?!
ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ირანის დროშის ქვეშ მცურავ გემს შეუტის. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი TOUSKA, რომლის სიგრძეც დაახლოებით 900 ფუტია, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, თუმცა ამერიკულმა ძალებმა ის შეაჩერეს. “ირანულმა ეკიპაჟმა გაფრთხილება არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც ჩვენმა სამხედრო ხომალდმა ისინი შეაჩერა“, – ამბობს ტრამპი. მისივე ინფორმაციით, გემს აშშ-ის საზღვაო ქვეითები აკონტროლებენ. „TOUSKA აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების ქვეშ იმყოფება წარსულში უკანონო საქმიანობაში მონაწილეობის გამო. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ხომალდს და ვამოწმებთ, რა არის ბორტზე“, – აღნიშნა ტრამპმა. ამერიკული მხარის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც Touska-ს ეკიპაჟმა ექვსი… The post ამერიკულმა ძალებმა ირანულ გემს შეუტიეს – რას ამბობს ტრამპი?! appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →