რუსულ და ირანულ საზღვაო ნავთობზე სანქციების შეჩერება 30 დღით გახანგრძლივდა
აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ რუსულ და ირანულ საზღვაო ნავთობზე სანქციების შეჩერება 30 დღით გახანგრძლივდა იმ ქვეყნების თხოვნით, რომლებიც ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ნავთობის დეფიციტს განიცდიან. ბესენტმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრისას, დაახლოებით ათი ქვეყნის წარმომადგენლისგან მიიღო მოთხოვნა. ცნობისთვის, მანამდე სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა რუსულ და ირანულ ნავთობზე დროებით მოხსნილ სანქციებზე საშეღავათო პერიოდს არ გააგრძელებდა, თუმცა გასულ კვირას აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები დამატებით 30 დღით შეამსუბუქა. The post რუსულ და ირანულ საზღვაო ნავთობზე სანქციების შეჩერება 30 დღით გახანგრძლივდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →