სიახლე

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოქმედება სრულად აღადგინა

ტვ ოდიში

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების სრულმასშტაბიანი მოქმედება აღადგინა — ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეზღუდვები კვლავ სრულად ამოქმედდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში, ირანში მიმდინარე ომის ფონზე, ვაშინგტონმა დროებით შეამსუბუქა სანქციები გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციის მიზნით. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განმარტა, რომ დროებითი შეღავათი სწორედ ბაზარზე შესაძლო რყევების თავიდან აცილებას ემსახურებოდა. შესაბამისი […] The post აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოქმედება სრულად აღადგინა appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების სრულმასშტაბიანი მოქმედება აღადგინა — ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვები კვლავ სრულად ამოქმედდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში, ირანში მიმდინარე ომის ფონზე, ვაშინგტონმა დროებით შეამსუბუქა სანქციები გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციის მიზნით.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განმარტა, რომ დროებითი შეღავათი სწორედ ბაზარზე შესაძლო რყევების თავიდან აცილებას ემსახურებოდა.

შესაბამისი გადაწყვეტილებით, 12 მარტს ხაზინის დეპარტამენტმა 30-დღიანი ვადა მისცა ქვეყნებს, რათა ზღვაში უკვე მყოფი სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეეძინათ.

აღნიშნული შეღავათის ვადა გასულ შაბათ-კვირას ამოიწურა, ხოლო მის გაგრძელებაზე ახალი გადაწყვეტილება ვაშინგტონს არ მიუღია, რის შედეგადაც სანქციები კვლავ სრული ძალით ამოქმედდა.

The post აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოქმედება სრულად აღადგინა appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი