ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ
კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ. საქართველომ და სომხეთმა ფიფა-ს 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ამის შესახებ, ერევანში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ისაუბრეს. ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, ფიფას-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.… The post ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →