უეფა-ს წევრი 55 ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატს და ფიფა-ს სხვა ტურნირებს ბოიკოტს გამოუცხადებს
ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ფიფა-ს ყველა ტურნირს ბოიკოტს გამოუცხადებენ, თუ ჯანი ინფანტინო კვლავ განაგრძობს იმ ინიციატივის ლობირებას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის წილების ამერიკული კერძო საინვესტიციო ფონდებისთვის მიყიდვას ითვალისწინებს. „უეფა და მისი 55 წევრი ასოციაცია ერთსულოვანია. ჩვენ ერთხმად და კატეგორიულად უარვყოფთ ფიფა-ს წინადადებას მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა ტურნირების წილების კერძო ინვესტორებისთვის გადაცემის თაობაზე. დაუშვებელია მსოფლიო ჩემპიონატისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიც საინვესტიციო პროდუქტისადმი. ის ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი სპორტული მემკვიდრეობაა. მას თაობების განმავლობაში ქმნიდნენ ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრებები და გულშემატკივრები ყველა კონტინენტზე. მისი არცერთი ნაწილი არასდროს უნდა ჩაუვარდეს ხელში კერძო ინვესტორებს. მსოფლიო ჩემპიონატი არ იყიდება. უპასუხისმგებლო… The post უეფა-ს წევრი 55 ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატს და ფიფა-ს სხვა ტურნირებს ბოიკოტს გამოუცხადებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →