,,ამბობენ, რომ კუბა დიდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს” – კუბის პრეზიდენტი
,,ისინი ამბობენ, რომ კუბა დიდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკელი ხალხი ასე არ ფიქრობს”, – განაცხადა კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა. ,,ამერიკის მხრიდან კუბის მიმართ სამხედრო საფრთხემ უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ვაშინგტონის მხრიდან გაზრდილ საფრთხეზე საერთაშორისო საზოგადოებას და ამერიკელ ხალხს სათანადო რეაგირება უნდა ჰქონდეს. ისინი ამბობენ, რომ კუბა დიდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკელი ხალხი ასე არ ფიქრობს. ასე ფიქრობს ამერიკის მთავრობა. ეს არის მოგონილი მიზეზი, რითაც ცდილობენ ჩვენზე შესაძლო თავდასხმის გამართლებას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. The post ,,ამბობენ, რომ კუბა დიდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს” – კუბის პრეზიდენტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →