ა(ა)იპ მომსახურების ცენტრის გამწვანების განყოფილების თანამშრომლების მიერ სანიტარული ჭრის ფარგლებში, ოზურგეთი-ჭანიეთის დამაკავშირებელ გზაზე მოიჭრა დაზიანებული ხე-მცენარეები, _ ეს ინფორმაცია ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრმა ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

ამ ფაქტს, ასევე, ფეისბუქში გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე.
„როგორ ანადგურებენ ქარსაფარ ზოლს. ვითომდა დაზიანებული ხეები მოვჭერითო, არადა მანქანის სამრეცხაოებს უკაფავენ შესავალს.
საწარმო კარგია, მაგრამ არა გარემოს დაზიანების ხარჯზე. სწორედ ასე გაანადგურეს ქარსაფარი ზოლი სოფელ ლიხაურის დასაწყისში, ახლა ჭანიეთისკენ მიმამავალ გზის ზოლს მიადგნენ. მერე ქარმა რატომ წაგვიღოო იტყვიან.
ოზურგეთის მერია მოატყუეთ ბებიათქვენები. რა ეტყობა ამ წიწვოვანს დაზიანების? ნახევარი საუკუნეა საჭირო რომ ამ ზომის გაიზარდოს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall
ა(ა)იპი ოზურგეთის მომსახურების ცენტრმა შეასრულა ზემდგომთა დავალება”, _ წერს ირმა გორდელაძე.
The post მოიჭრა თუ არა დაუზიანებელი ხეები ოზურგეთში? appeared first on გურია ნიუსი.