სიახლე

უკრაინამ რუსეთი სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა

მედიაცენტრი

უკრაინამ ზავის დროს განხორციელებული რუსული დარტყმის შესახებ განაცხადა. როგორც ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა 9 მაისს საღამოს განაცხადა, დრონები ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ სართულს მოხვდა. დაშავდა 5 ადამიანი. დრონებით დარტყმების შესახებ განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც, ალექსანდრე განჟამ. მისი თქმით, შეტევა ოლქის ორ რაიონს შეეხო. სინელნიკოვოს რაიონში დაშავდა სამი წლის გოგონა, რომელიც საშუალო სიმძიმის მდგომარეობით ჰოსპიტალიზებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ შუაღამიდან რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 27 დრონი გაუშვა, მათ შორის „შაჰედის“ ტიპის დამრტყმელი დრონები. უკრაინული მხარე ამტკიცებს,… The post უკრაინამ რუსეთი სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი