სიახლე

,,ისრაელი აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაზე აღარ იქნება დამოკიდებული” – ნეთანიაჰუ

მედიაცენტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ათი წლის განმავლობაში ისრაელი აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაზე აღარ იქნება დამოკიდებული. „მე მსურს ნულამდე დავიყვანო ამერიკული ფინანსური მხარდაჭერა, ჩვენს სამხედრო თანამშრომლობაში არსებული ფინანსური კომპონენტი“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ CBS News-ს. მისი თქმით, ისრაელი აშშ-ისგან წელიწადში დაახლოებით 3.8 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას იღებს. შეერთებული შტატები დათანხმდა, რომ 2018 წლიდან 2028 წლამდე პერიოდში ისრაელს, ჯამში, 38 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწიოს. თუმცა, როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა , ახლა „აბსოლუტურად“ შესაფერისი დროა აშშ-ისრაელის ფინანსური ურთიერთობების შესაძლო გადახედვისთვის. The post ,,ისრაელი აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაზე აღარ იქნება დამოკიდებული” – ნეთანიაჰუ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი