საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
“2026 წლის 14 მაისის 02:00 სთ-დან, 27 მაისის ჩათვლით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა აღნიშნული გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და დროებით შემოსავლელ გზაზე გადართვა.
საგზაო მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი საგზაო მოძროაბის სქემის შესაბამისად”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
The post სენაკი-ფოთი-სარფის მონაკვეთზე მოძრაობა იზღუდება — ნახეთ შემოსავლელი გზების სქემა appeared first on გურია ნიუსი.