სიახლე

ბანგკოკში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

მედიაცენტრი

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. Reuters-ის ცნობით, შეჯახების შემდეგ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით ხანძარი ახლო მდგარ სხვა მანქანებზე გავრცელდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. მაშველები დაღუპულებისა და დაშავებულების გამოყვანით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, მაშველები დაშავებულებს ეძებენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. The post ბანგკოკში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი