სიახლე

პუტინი ჩინეთში სი ძინპინს 20 მაისს შეხვდება

მედიაცენტრი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ჩინეთში 19 მაისს საღამოს ჩავა. „ჩინური მხარე აეროპორტში ოფიციალურ დახვედრის ცერემონიას გამართავს. მას პირადად დახვდება ვან ი, ,,კომუნისტური პარტიის” პოლიტბიუროს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა უშაკოვმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს 20 მაისს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე შეხვდება. ასევე, რუსეთი და ჩინეთი 40-მდე დოკუმენტს გააფორმებენ, მათ შორის, პუტინი და სი ძინპინი დეკლარაციას მიიღებენ „მულტიპოლარული სამყაროსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ“. The post პუტინი ჩინეთში სი ძინპინს 20 მაისს შეხვდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი