პლასტმასის აკრძალულ პროდუქციაზე ჯარიმა 2 000 ლარამდე იზრდება
საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის პროდუქციის რეგულაციები მკაცრდება და ახალი სანქციები ემატება. კერძოდ, საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში კოდექსს ემატება ახალი, 82-ე მუხლი, რომელიც შეეხება საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული პლასტმასის პროდუქციის წარმოებას, იმპორტსა და ბაზარზე განთავსებას. შესაბამისად, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის პროდუქციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის 1 000 ლარით დაჯარიმებასა და პროდუქციის კონფისკაციას. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქცია 2 000 ლარამდე გაიზრდება და კვლავ პროდუქციის კონფისკაცია იქნება გათვალისწინებული. ცნობისთვის, პლასტმასის შემცირების რეგულაციის ერთი ეტაპი უკვე ამოქმედებულია. კერძოდ, 1 იანვრიდან აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი პროდუქტების წარმოება… The post პლასტმასის აკრძალულ პროდუქციაზე ჯარიმა 2 000 ლარამდე იზრდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →