სიახლე

ეიფელის კოშკის ნაწილი გაიყიდა

მედიაცენტრი

ეიფელის კოშკის ნაწილი აუქციონზე თითქმის 450 ათას ევროდ გაიყიდა. საუბარია კოშკის ისტორიული კიბის ფრაგმენტზე -14-საფეხურიან სექციაზე, რომლის სიმაღლე დაახლოებით 2,7 მეტრია, ხოლო წონა თითქმის 1,4 ტონას შეადგენს და რომელიც კოშკის მეორე და მესამე დონეებს აკავშირებდა. კიბის ამ ნაწილის დემონტაჟი 1983 წელს განახორციელეს, რადგან ის ზედმეტად სახიფათოდ მიიჩნიეს და თანამედროვე ლიფტებით შეცვალეს. ამის შემდეგ კონსტრუქცია 24 ნაწილად დაჭრეს. დღეს მისი ცალკეული ფრაგმენტები ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკებასთან, იაპონიის მუზეუმებსა და კერძო ბაღებში, ხოლო ერთ-ერთი მათგანი – დისნეილენდში ინახება. The post ეიფელის კოშკის ნაწილი გაიყიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი