სიახლე

ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკი დაიკეტა

მედიაცენტრი

საფრანგეთში ძლიერი სიცხის გამო ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკი დაიკეტა. როგორც მედია წერს, ლუვრის მუზეუმმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად მონახულებადი მუზეუმია, განაცხადა, რომ ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით დაკეტილი იქნება. კერძოდ, ლუვრის მუზეუმის განცხადებით, მისი ისტორიული შენობა „კლიმატის ცვლილებასთან საკმარისად ადაპტირებული არ არის“. ცნობისთვის, სიცხემ საფრანგეთში ელექტროენერგიის მიწოდების პირველი მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. სამშაბათს საღამოს, ფინისტერის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ტრანსფორმატორის პრობლემის გამო, დაახლოებით 68 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის მიწოდება ყველასთვის, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე არ აღდგება. ძლიერმა სიცხემ მსხვერპლიც გამოიწვია. დაღუპულია ათობით ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგონა. The post ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკი დაიკეტა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი