დედაქალაქის მასშტაბით ძაღლების გასეირნების წესების დაცვის შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს.
დედაქალაქის მასშტაბით ძაღლების გასეირნების წესების დაცვის შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟები მონიტორინგს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, ასევე, ვერისა და ვაკის პარკებში ახორციელებდნენ. ამასთან, ისინი ამოწმებენ ცხოველთა რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას და მოქალაქეებს საკანონმდებლო რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აცნობენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 103.2-ის მიხედვით, ძაღლის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. The post დედაქალაქის მასშტაბით ძაღლების გასეირნების წესების დაცვის შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს. appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →