სიახლე

ზელენსკიმ პუტინს ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის G7-ის სამიტზე შეხვედრა შესთავაზა

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის საფრანგეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეხვედრა შესთავაზა, თუმცა, მისივე თქმით, რუსეთი „საუბრისთვის მზად არ არის“. მისი თქმით, შეერთებული შტატები თანახმა იყო, რომ პუტინი G7-ის სამიტზე მიეწვია. „ჩვენ გავაგზავნეთ შეტყობინება, რომ მზად ვართ, პუტინს G7-ის სამიტზე შევხვდეთ, რადგან იქ იქნებიან ტრამპი და მაკრონი, ანუ ევროპა და ამერიკა ერთად. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ყველანი ერთად შევხვდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. თუმცა, ზელენსკის ცნობით, მოსკოვს ამ წინადადებაზე პასუხი არ გაუცია. The post ზელენსკიმ პუტინს ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის G7-ის სამიტზე შეხვედრა შესთავაზა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი