სიახლე
,,მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი” – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა
მედიაცენტრი
სამტრედიაში, სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. ,,მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ აპარატურა აფეთქდა და შემდეგ აფეთქების ძალამ მარშრუტკა გაგლიჯა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა”, – ამბობს თვითმხილველი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია. The post ,,მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი” – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.