სიახლე

მიწისძვრიდან მეექვსე დღეს ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს

მედიაცენტრი

ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 943-მდე გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, სტიქიის გამო დაშავებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ათიათასობით მოქალაქე ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ნანგრევებში გადარჩენილთა ძებნა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იორდანიიდან ჩასულმა სამაშველო ჯგუფმა დამანგრეველი მიწისძვრიდან ექვსი დღის შემდეგ ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. NASA-ს თანამგზავრული მონაცემების პირველადი შეფასებით, სტიქიამ, სავარაუდოდ, 58 870 შენობა დააზიანა ან სრულად გაანადგურა. გაეროს განცხადებით, დაზარალებულ რეგიონებში ჰუმანიტარული კრიზისია და ათიათასობით ადამიანს სასწრაფოდ სჭირდება საკვები, წყალი და დროებითი თავშესაფარი. The post მიწისძვრიდან მეექვსე დღეს ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი