სიახლე
ქუთაისში, ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
Timer
ქუთაისში, კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 30 წლამდე მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილია 30 წლამდე მამაკაცი. მისი ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციიდან უკვე ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ასრულებს. იოსელიანის ქუჩაზე რჩებიან მაშველები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. Source
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.