იაპონიაში მიწისძვრის შედეგად სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია სულ მცირე, 50 ადამიანი
იაპონიაში მომხდარი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, კუმამოტოს პრეფექტურაში, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა. ნაწილობრივ ჩამოინგრა ადგილობრივი სავაჭრო ცენტრი, სადაც მოქალაქეები არიან ჩარჩენილი. ხელისუფლებაში შიშობენ, რომ შესაძლოა მსხვერპლიც იყოს. მედიის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე აფეთქების ხმაც გაისმა, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაშავებულები არიან ჩქაროსნულ მატარებელშიც, რომელიც მიწისძვრის მომენტში მოძრაობდა. სტიქიამ ასევე დააზიანა ინფრასტრუქტურა და საავტომობილო გზები. იაპონიის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის განცხადებით, სამაშველო ოპერაციებში 3 600-მდე სამხედროა ჩართული. The post იაპონიაში მიწისძვრის შედეგად სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია სულ მცირე, 50 ადამიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →