სიახლე

ლა-მანშის სრუტეში მიგრანტების ნავს ცეცხლი გაუჩნდა

მედიაცენტრი

ლა-მანშის სრუტეში მიგრანტებით სავსე ნავს ხანძარი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა 157 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ნავი სრუტის გადაკვეთას ცდილობდა. საფრანგეთის სანაპირო დაცვამ მიგრანტები ბულონ-სიურ-მერის პორტთან ახლოს გადაარჩინა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა კიდევ ხუთი ადამიანი გადაარჩინეს. საშველო ოპერაციაში საფრანგეთის სამსახურებთან ერთად დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო ძალების გემებიც მონაწილეობდნენ. The post ლა-მანშის სრუტეში მიგრანტების ნავს ცეცხლი გაუჩნდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი