სიახლე

,,Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის საკითხზე აშშ-სთან ვმუშაობთ” – სიბიგა

მედიაცენტრი

,,Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის საკითხზე აშშ-სთან ვმუშაობთ”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა. მისი თქმით, ახლა Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მიღება რთულია. „სამწუხაროდ, გეოპოლიტიკური რეალობაა, რომ აშშ-ს წელიწადში მხოლოდ 600 PAC-3-ის ტიპის რაკეტის წარმოება შეუძლია. გვესმის, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახლა ჩვენთვის ამ რაკეტების მიღება, ყიდვა ან გაცვლა რთულია. ჩვენ თითოეული რაკეტისთვის ვიბრძვით“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. The post ,,Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის საკითხზე აშშ-სთან ვმუშაობთ” – სიბიგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი