ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ საინფორმაციო დაფები ნაძალადევის რაიონში განათავსა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ საინფორმაციო დაფები ამჯერად ნაძალადევის რაიონის პარკებსა და სკვერებში განათავსა. დაფებზე მოცემულია ინფორმაცია ძაღლების გასეირნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მათი გადაადგილების წესების შესახებ. აღნიშნული აქტივობა ნაძალადევის გამგეობის ჩართულობით განხორციელდა და მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ძაღლების გასეირნების წესის დარღვევის პრევენცია. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103² მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკსა და სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება 150 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. ამავე ნორმის თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობა დაუშვებელია საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და… The post ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ საინფორმაციო დაფები ნაძალადევის რაიონში განათავსა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →